კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

28 ნოემბერი, 2024

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,მ” და ,,ლ" ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

15 ოქტომბერი, 2026

news image

გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 14 ოქტომბერს, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულ... ...

15 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღ... ...

14 ოქტომბერი, 2026