კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
14 ივნისი, 2024
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 14 დეკემბერს საქმეზე - „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქ. სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ, თანამშრომლებთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავა.
იმავე დღეს, დაკავებული პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რამაც ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელ... ...
21 მაისი, 2025
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდე... ...
21 მაისი, 2025
პროკურატურამ, გორში არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ... ...
20 მაისი, 2025