კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ შშმ პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

06 თებერვალი, 2025

საქართველოს პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დაზარალებული გადაიბირეს და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ექსპლუატაციით მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდ... ...

01 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების... ...

30 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქ... ...

30 სექტემბერი, 2026