კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ შშმ პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, გაუპატიურების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
06 ნოემბერი, 2025
საქართველოს პროკურატურამ შშმ პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, გაუპატიურების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა. ბრალდებულმა დაზარალებულის გონებრივი მდგომარეობით და დამყოლი ბუნებით ისარგებლა და მუქარით და ძალადობით აიძულებდა, ემუშავა მის სასარგებლოდ. კერძოდ, ბრალდებული თითქმის ყოველდღე უშვებდა დაზარალებულს, რომ ეთხოვა მოწყალება, აკონტროლებდა მის ქმედებას და თანხას სრულად ართმევდა. წინააღმდეგობის ან მისთვის არასაკმარისი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, ბრალდებული ცემითა და მოკვლით ემუქრებოდა დაზარალებულს, რითაც შეუქმნა იძულებითი, დამაშინებელი გარემო და ჩააყენა მონობის მდგომარეობაში, სადაც ის ანაზღაურების გარეშე ასრულებდა სამუშაოს სხვა პირის სასარგებლოდ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ბრალდებულმა დაზარალებული არაერთხელ გააუპატიურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგი), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილების ,,დ“ ქვეპუნქტით (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...
22 ოქტომბერი, 2026
თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...
22 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...
21 ოქტომბერი, 2026