კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

12 აპრილი, 2021

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, ბრალდებულმა შ.ზ.-მ ლ.ტ. თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლ.ტ. დააკავეს.  
სამართალდამცველებმა შ.ზ. 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ უკანონო დაკავებისთვის, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით დღეს, 12 აპრილს წარედგინა. შ.ზ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...

21 ოქტომბერი, 2026