კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამ საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 სექტემბერი, 2022
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ერთ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ერთი მოქალაქე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე დააკავა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის და სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს მოქალაქეების მიერ შესაბამის სამსახურებში შეტანილი ყალბი განცხადების გარემოებები, უკანონოდ გასცეს შესაბამისი ცნობები და კანონიერი სახე მისცეს ბრალდებულის მიერ არაკანონიერად მოპოვებულ კაკლის მორებს, რითაც არსებითად დაარღვიეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
საჯარო მოხელეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია), ხოლო მოქალაქეს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე თერთმეტ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნი... ...
03 აგვისტო, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესა... ...
03 აგვისტო, 2026
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და გენერალური პროკურორის მოადგილეები,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მ... ...
01 აგვისტო, 2026