კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

21 აგვისტო, 2025

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის სპეციალისტმა ყალბი ხე-ტყის ბილეთი დაამზადა, რომელიც არაუფლებამოსილ პირს გადასცა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე უკანონოდ მოიჭრა და ტყიდან გამოტანილია 5 კბმ მოცულობის ხე-ტყე. აღნიშნულმა ქმედებამ ტყის რესურსების არამიზნობრივი და არარაციონალური გამოყენება გამოიწვია.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელსთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) წარედგინება.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით ინტენსიურ გამოძიებას აგრძელებს.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლ... ...

10 ოქტომბერი, 2026

news image

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძა... ...

10 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევ... ...

09 ოქტომბერი, 2026