კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო
10 მარტი, 2026
საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ, პლატფორმა mindraygel1.com-ის გამოყენებით, საქართველოში აამოქმედა დანაშაულებრივი სქემა და პოტენციურ კლიენტებს მოგების სწრაფად მიღებას სამედიცინო პრეპარატების და ტექნიკის ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდების გზით სთავაზობდა.
რეალურად საინვესტიციო პროექტი წარმოადგენდა ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანს დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოზიდვა და მათი მხრიდან თანხების თითქოსდა ინვესტირება წარმოადგენდა.
დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საქართველოს 56 მოქალაქის კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც უკანონოდ დაუფლებული თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანის, წარმომავლობის შენიღბვის, კრიპტოვალუტად გარდაქმნის და სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციებით, ბრალდებულმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაუსწრებლად დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება და გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის, დაკავების და საქართველოში ექსტრადირების მიზნით.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. იუსტიციის სამინი... ...
12 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4... ...
12 ოქტომბერი, 2026
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლ... ...
10 ოქტომბერი, 2026