კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
27 ოქტომბერი, 2022
საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს.
კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზ.კ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება.
პროკურატურამ კ.ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, ხოლო რაც შეეხება ზ.კ.-ს, ბრალის წარდგენის შემდგომ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...
25 ოქტომბერი, 2026
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით... ...
25 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...
24 ოქტომბერი, 2026