კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის განხორციელების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

01 ნოემბერი, 2021

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტი და ტელეკომპანია „დიას“ ოპერატორი, სიუჟეტის მოსამზადებლად ქარელში, N33 საარჩევნო ოლქის N2 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხელი უკანონოდ შეუშალა. ბრალდებულმა „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტს და „დიას“ ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტს ფიზიკური ძალადობით აიძულებდა ჩაწერილი ვიდეოკადრების წაშლას, რათა თავიდან აეცილებინა გადაღებული მასალის გაშუქება. ვინაიდან, დაზარალებულები კვლავ განაგრძობდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, N42 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ბრალდებულმა „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) და 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ცემა და სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

14 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...

13 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და... ...

13 ნოემბერი, 2026