კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორცილებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა
06 მაისი, 2021
საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორცილებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 27 აპრილს, თბილისში, გ.ბ.-მ, ადვოკატის, გ.ფ.-ს მიმართ, რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადვოკატის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების დაზიანების მუქარა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითავასლისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ გ.ბ.-ს გირაო 6 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს პროკურატურა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალში გააგრძელებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...
12 ნოემბერი, 2026