კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
25 სექტემბერი, 2024
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ.-ს და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს კ.ვ.-ს და გ.კ.-ს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე, ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ტ.ფ. 2024 წლის 22 ივნისს, ოზურგეთში, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის მონაწილეობით „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც მ.გ.-ს მოდავე მხარის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნაწილი დავის გადაწყვეტაში მონაწილე „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის გადანაწილდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 24 სექტემბერს დააკავეს. 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 1 პირს - სისხლის სამართლის კოდექსის 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 2 პირს - სისხლის სამართლის კოდექსის 223⁴-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ანდრია ლილუაშვილს სასამართლომ 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გ... ...
23 ივლისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლები... ...
22 ივლისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფ... ...
22 ივლისი, 2026