კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა
23 იანვარი, 2026
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ძალადობის ამსახველ ვიდეოს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ.
ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთხივე ბრალდებული მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ამ დროისთვის 22 პირია ბრალდებული.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლ... ...
10 ოქტომბერი, 2026
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძა... ...
10 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევ... ...
09 ოქტომბერი, 2026