კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა
14 ივნისი, 2024
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს დ თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 10 108 695 ლარს დაეუფლნენ.
დაკავებულ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე მუხლით ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა ორ პირს და მათი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალ... ...
05 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზ... ...
04 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის და... ...
04 ნოემბერი, 2026