კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
17 აგვისტო, 2025
საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ პირს დაჰპირდა, რომ თითქოს, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოატანინებდა წიაღისეულს - 180 ტომარა ტორფს. სანაცვლოდ, მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ პირს 15 აგვისტოს გამოართვა თანხა და სცადა მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...
25 ოქტომბერი, 2026
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით... ...
25 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...
24 ოქტომბერი, 2026