კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

19 ნოემბერი, 2022

გვსურს გამოვეხმაუროთ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და  ფიზიკური ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული არასრუწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. 

მას ბრალდება 2022 წლის 18 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ -4 ეპიზოდი).

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული  ძალადობრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ფაქტი ჩადენილია უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ასევე უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ,რაზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზ... ...

04 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის და... ...

04 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...

03 ნოემბერი, 2026