კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
06 ივლისი, 2023
საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებით ( განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...
03 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობ... ...
03 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, სიც... ...
02 ნოემბერი, 2026