კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა და მას აღკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

06 ივლისი, 2023

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს,  თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში  იქნა გადაყვანილი. 
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი... ...

09 აგვისტო, 2026

news image

პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალე... ...

09 აგვისტო, 2026

news image

პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირ... ...

09 აგვისტო, 2026