კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
01 ივლისი, 2025
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას,“ რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსა მის მიერვე შერჩეულ ლოკაციაზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებულს ბრალდება 18,2603-ე მუხლის პირველი ნაწილით („მარიხუანის“ უკანონო რეალიზაციის მომზადება) და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შ... ...
03 ივლისი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების... ...
02 ივლისი, 2025
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაა... ...
01 ივლისი, 2025