კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
27 მარტი, 2024
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყა... ...
26 ივლისი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შ... ...
25 ივლისი, 2026
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი,მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქ... ...
25 ივლისი, 2026