კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ მოწმის სახით გამოკითხული პირის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ჩ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

12 ივნისი, 2021

საქართველოს პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით გამოკითხული პირის გ.ჩ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ჩ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

გ.ჩ. ცნობილია დაზარალებულად და შეეთავაზა მისი და ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩ.გ. 2021 წლის 11 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს - გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა - ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე.

პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დრომდე თავს იკავებდა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კომენტირებისგან. ამასთან, ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური. მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.

ბრალდების მხარე, ჩ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...

22 ოქტომბერი, 2026