კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
30 აგვისტო, 2024
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ზ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, სოფელ ახაშენში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მ.მ.-ს, რომელიც იმ დროს ბრალდებულის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით იარაღიდან ესროლა თავის მეუღლეს ფ.ტ.-ს. ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული ზ.ზ. საკუთარი ავტომობილით მივიდა „შატო ზეგაანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე მრავალჯერადი გასროლით ადგილზე მოკლა რ.კ.
დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარემ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე საქართველოს სამ მოქალაქ... ...
09 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშე... ...
09 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს... ...
09 ნოემბერი, 2026