კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა
23 აპრილი, 2020
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ ფაქტზე ბ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარუდგინა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ბ.ნ.-ს და მისი თანამშრომლის ბ.ზ.-ს კუთვნილი ავტომობილები, ასევე დათვალიერება ჩაუტარდა გარდაცვლილის ავტომობილს. ბ.ი-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაინიშნა ბალისტიკური, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზები, გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია და გამოკითხულია გარდაცვლილის მამა. საქმეზე ამ ეტაპზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
პროკურატურამ გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე 22 აპრილს ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, სსსკ 108-ე და 236-მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებული ბ.ნ. სამართალდამცავ ორგანოებს დღეს ჩაბარდა. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის და... ...
04 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...
03 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობ... ...
03 ნოემბერი, 2026