კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ მარნეულში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

18 აგვისტო, 2025

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 16 აგვისტოს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმე... ...

16 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ წამების და ბინის მფლო... ...

16 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.... ...

16 ოქტომბერი, 2026