კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ მამა-შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა
10 მარტი, 2022
საქართველოს პროკურატურამ მამა-შვილის - ა.დ.-ს და გ.დ-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, ავტომანქანის პარკირების გამო, ამავე კორპუსში მცხოვრებ მამა-შვილს ა.დ.-ს და გ.დ-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ამავე კორპუსში მცხოვრებ ა.მ.-სთან. ამ უკანასკნელს შელაპარაკებისას გამოესარჩლა მეუღლე ი.ყ., რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა-შვილს, ასევე დანით მიაყენა ჭრილობები ორივეს ხელის არეში და ხელყუმბარის გამოყენებით მათ ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ი.ყ. 9 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ყ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივ... ...
02 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალ... ...
02 ოქტომბერი, 2026
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო... ...
02 ოქტომბერი, 2026