კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
25 მაისი, 2025
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გელა უძილაურია დაკავებული, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართ... ...
29 აგვისტო, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლ... ...
27 აგვისტო, 2026
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორ... ...
26 აგვისტო, 2026