კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ  ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის  ფაქტზე ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა

21 დეკემბერი, 2022

საქართველოს პროკურატურამ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის  ფაქტზე, ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს,  დაბა ლენტეხში, ბრალდებულმა, დაბა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, რა  დროსაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლით დააზიანა აღნიშნული შენობა, რასაც მოჰყვა ხანძარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი  და 10 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ვაზნა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა. 

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნულ პირს დაუზუსტდა ბრალდება 236-ე მუხლის მე-3  და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი აიარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება  გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგი... ...

22 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკან... ...

22 სექტემბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს შინა... ...

22 სექტემბერი, 2026