კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ლაგოდეხში მომხდარი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
17 იანვარი, 2022
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, ყოფილი მეუღლე, მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გაზქურის ონკანი გახსნა, რათა მოეხდინა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდ... ...
01 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების... ...
30 სექტემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქ... ...
30 სექტემბერი, 2026