კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა

29 იანვარი, 2026

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს სოფელ ნინიგორში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაში და წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცველს დაუზიანა მობილური ტელეფონი.

სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად), ხოლო ერთ-ერთს ასევე, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 15 თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნ... ...

20 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურა უერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს

საქართველოს პროკურატურა უერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს. საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე მ... ...

20 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებუ... ...

20 ოქტომბერი, 2026