კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ქ.ჩ.-ს ბრალდება წარუდგინა

29 აპრილი, 2021

საქართველოს პროკურატურამ, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  ქ. ჩ.-ს  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 მარტს, ზ.კ.-მ  კასპში ქ.ჩ.-ს მეუღლე ნ.ღ. მათი საცხოვრებელი სახლიდან  ავტომანქანით  ,,ქეჩერუხის“ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც  ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა.  მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.ღ. გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ,  ზ.კ.    ქ.ჩ.-სთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ჩ.-მ შეიტყო ზ.კ. -ს მიერ მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ამასთან, ქ.ჩ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში  სისხლის კვალი წაშალა.  

სამართალდამცველებმა ქ.ჩ. 28 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულების თემაზე პროკრორებმა თბილისის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში - ორგანიზებული დანაშაულების თემაზე თბილისის N30 და N31 საჯარო სკოლებში პროკურორებმა შეხვედრე... ...

20 ივნისი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს. პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები თეთრიწყაროს მუნ... ...

20 ივნისი, 2026

news image

საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე... ...

20 ივნისი, 2026