კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
12 აპრილი, 2024
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ორმა „კანონიერმა ქურდმა“, საქართველოში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მიღებული თანხა მოსთხოვეს და საზღვარგარეთ „ქურდული გარჩევისთვის“ დაიბარეს. თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა სხვა ორ „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ასევე მათ სადაო საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დამატებითი ინფორმაცია „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებისგან მოისმინეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ ერთი მხარდამჭერი ,,კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქისგან თანხის გადახდას ითხოვდა.
აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 4 პირს 2231 მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს კი 2233 მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შ... ...
25 ივლისი, 2026
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი,მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქ... ...
25 ივლისი, 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლ... ...
25 ივლისი, 2026