კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა

07 თებერვალი, 2025

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე, მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ე.წ. ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდებს“ მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს.

ასევე სამართალდამცველებმა მათ შორის ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე დააკავეს.

ბრალდებულებს ბრალდება ,,კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე და ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ოთხ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შ... ...

25 აპრილი, 2025

news image

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ... ...

25 აპრილი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნ... ...

25 აპრილი, 2025