კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა

07 თებერვალი, 2025

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე, მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ე.წ. ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდებს“ მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს.

ასევე სამართალდამცველებმა მათ შორის ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე დააკავეს.

ბრალდებულებს ბრალდება ,,კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე და ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ოთხ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...

05 ოქტომბერი, 2026

news image

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობ... ...

05 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შ... ...

04 ოქტომბერი, 2026