კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინა

04 აპრილი, 2025

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების საქმიანობას. ისინი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გურიის რეგიონში, დაშინებით, მუქარით, „ქურდული გარჩევით“, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებებით ახორციელებდნენ მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტას, ე.წ. „ქურდული სალაროსთვის“ თანხის შეკრებას და „ქურდული სამყაროს“ წევრთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

სამართალდამცველებმა 13 ბრალდებული 2 აპრილს დააკავეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 5 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთაგან 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223³ მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, 6 პირს კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223⁴ მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა („კანონიერი ქურდისთვის“/„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტებზე სასამართლომ ორ ბრალდებულს 14-14 წლით, ერთს 8 წლით, 5 არასრულწლოვანს კი 10 წლით და 6 თვით, 9 წლით და 4 თვით, 6 წლით და 5 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფურ... ...

15 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციი... ...

15 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალ... ...

15 ივლისი, 2026