კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

20 ნოემბერი, 2025

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ს და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაციის სამუშოების შესრულების შესახებ, რომლის ღირებულებაც 6 632 130 ლარს შეადგენდა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, კომპანიის ხელმძღვანელებმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ხელშეწყობით, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით უსაფუძვლოდ გაზარდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს. ვინაიდან სამუშაოები სრულდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული ვადების მნიშვნელოვანი დარღვევით, ხელშეკრულება შეწყდა. შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ჰქონდა 3 432 520 ლარი.

აღნიშნულ ფაქტზე, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, ხოლო ორ პირს - 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობაში დახმარება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...

21 ოქტომბერი, 2026

news image

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთ... ...

21 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების დათესვა, მოყვანის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 142 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის... ...

21 ოქტომბერი, 2026