კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
01 ოქტომბერი, 2026
საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების სქემა შეიმუშავა. კერძოდ, ბრალდებულმა სხვა პირის ყალბი პასპორტი და თითქოსდა მესაკუთრის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა გამოიყენა. ამ დოკუმენტების ნოტარიუსთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გზით, დაზარალებულის კომპანიის 100%-იანი წილი და ორგანიზაციაზე აღრიცხული ქონებები, მოტყუებით გადაიფორმა საკუთარ სახელზე.
განზრახვის საბოლოოდ განსახორციელებლად, ბრალდებულმა, უკანონოდ დაუფლებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდა მესამე პირზე.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კომპანიასა და მის აქტივებს, რითაც დაზარალებულს 2 120 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
ვინაიდან ბრალდებულს გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...
24 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცვე... ...
24 ოქტომბერი, 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...
23 ოქტომბერი, 2026