კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
07 ნოემბერი, 2025
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით.
მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამავდროულად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელი სახლის სარდაფში ინახავდა 2 ცალ „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - 110 ცალ ვაზნას, რაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად 5 ნოემბერს ამოიღეს.
დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, ხოლო ოთხ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ახალი სასწავლო კურსის - ,,ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებ... ...
14 სექტემბერი, 2026
გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. როგორც... ...
11 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მ... ...
11 სექტემბერი, 2026