კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
01 ივნისი, 2023
საქართველოს პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სხვა ტურისტებთან ერთად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა. 28 მაისს, გვიან ღამით, ბანაკის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომელმაც სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი უმისამართო გასროლა განახორციელა. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი შემოწმება, მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ორივეს ხელბორკილი დაადო.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...
24 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცვე... ...
24 ოქტომბერი, 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...
23 ოქტომბერი, 2026