კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ხულიგნობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14 ნოემბერი, 2023

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ხულიგნობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ნოემბერს, თბილისში, „რატის ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, ხულიგნური ქვენა გრძნობით დანით ორ დაზარალებულს დაზიანებები, მათ შორის ერთ-ერთს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა. ასევე ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად მესამე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...

22 ოქტომბერი, 2026