კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა
01 ივლისი, 2020
საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შ.გ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ს.შ-.ს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. ცეცხლის წაკიდების შედეგად, ს.შ.-მ მიიღო მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი.
სამართალდამცველებმა შ.გ. ცხელ კვალზე, საგარეჯოს რაიონში, სოფ. პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შ.გ-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულ შ.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს&ld... ...
14 თებერვალი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ... ...
14 თებერვალი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ნა... ...
10 თებერვალი, 2025