კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13 ივნისი, 2023

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, თბილისში, პატარა ლილოს დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, სანადირო თოფით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 
სამართალდამცველებმა ბრალდებული  იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის  დაცული ტერიტორიების სააგ... ...

30 ივნისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ქინდერლი ჯორჯია“-ს დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხ... ...

30 ივნისი, 2026

news image

გენერალურ პროკურატურას უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაცია ეწვია

საქართველოს გენერალურ პროკურატურას სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაცია ეწვია. გენერალურ... ...

29 ივნისი, 2026