კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 იანვარი, 2024

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი... ...

28 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ... ...

28 სექტემბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობი“-ს, „ქურდული სამყარო“-ს წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობი“-ს, „ქურდული სამყარო“-ს წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადებ... ...

26 სექტემბერი, 2026