კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, იძულების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დაფარვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

29 აპრილი, 2022

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, იძულების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დაფარვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს, ქ.თბილისში, ,,დირსის დასახლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.დ.-ს ჩხუბი მოუხდა ოთხ პირთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან, რა დროსაც მათ სხეულის სხვადასხვა არეში ორი დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით, ტაქსიში ჩაჯდა, მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცველებისთვის. 
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შემდეგ ბრალდებული ნათესავთან ი.ა.-სთან მივიდა, რომელსაც მომხდარის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი დანა აჩვენა. ბრალდებულის ნათესავმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, დანები მდინარეში გადაყარა. 
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 28 აპრილს დააკავეს. გ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), ხოლო ი.ა.-ს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ. 
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი პირის გარდაცვალება გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებ... ...

20 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის... ...

20 სექტემბერი, 2026

news image

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს, რაც სასამართლომ დაამტკიცა

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა,... ...

18 სექტემბერი, 2026