კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

19 ივნისი, 2025

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებული  უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას და რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ანთავსებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი(ფუძე).

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით);  18,260 ტერცია მუხლის მე-6 ნაწილითა და 19,260 ტერცია მუხლის მე-6 ნაწილით  (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადება და მცდელობა,  ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს   აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართვე... ...

20 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე... ...

20 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროშ... ...

20 ივნისი, 2025