კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
26 ივნისი, 2025
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“ და რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ მას. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია რეალიზაციისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადება) და 19, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ სოფელ კაბალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდ... ...
27 ივნისი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასა... ...
27 ივნისი, 2025
პროკურატურამ ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინ... ...
26 ივნისი, 2025