კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

18 იანვარი, 2022

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა უცხოური კომპანია „ESOL B.V“, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე  - რ.ა. წარმოადგენდა.
სს ,,კაპიტალ ბანკის“ აქციათა მესაკუთრედ გახდომის და ბანკის მართვაში უშუალოდ ჩართვის შემდეგ, რ.ა.-მ, ბანკის მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ პირებს მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქე - ს.პ. წარუდგინა, რომლის მიერ გაცემული მითითებები რ.ა-ს დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს უპირობოდ უნდა შეესრულებინათ.
რ.ა.-ს და ს.პ.-ს განზრახული ჰქონდათ საბანკო დაწესებულების გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა, რის უზრუნველსაყოფადაც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განახორციელეს ქმედებათა ჯაჭვი. კერძოდ, სს „კაპიტალ ბანკში“ ანგარიშები გაუხსნეს რ.ა.-სთან და ს.პ.-სთან დაკავშირებულ ორმოცამდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სს ,,კაპიტალ ბანკის’’ თანამშრომლებს არსებული საბანკო რეგულაციების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონო დავალებებს აძლევდნენ.  
უკანონო დავალების შესასრულებლად, სს ,,კაპიტალ ბანკის“ პასუხისმგებელი პირები - გ.გ., ს.ს. და ლ.ხ. სრულყოფილად არ ახორციელებდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, არ ადგენდნენ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანს, არ აწარმოებდნენ იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას,  არ სწავლობდნენ კლიენტის მიერ განხორციელებულ გარიგებებს, გარიგების შესაბამისობას კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობასთან, ქონების და მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობას.  
რ.ა. და ს.პ. საქართველოს კანონმდებლობის  მოთხოვნათა უხეში დარღვევით და საბანკო რეგულაციების გვერდის ავლით, ფიქტიური დანიშნულებებით და რიგ შემთხვევებში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საბანკო დაწესებულებაში რიცხავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელ თანხებს. შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის და ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.
რ.ა.-მ და ს.პ.-მ, სს ,,კაპიტალ ბანკის’’ თანამშრომელთა - გ.გ.-ს, ს.ს.-ს და ლ.ხ.-ს აქტიური დახმარებით, მათთან კავშირში მყოფი ათეულობით იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის  ლეგალიზაცია.
იქიდან გამომდინარე, რომ სს „კაპიტალ ბანკი“ ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკას და სისტემატურად არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.
დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, -   ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. პროკურატურის მიერ ტარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოსართმევად.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოსავლენად.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილებისის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო... ...

01 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების... ...

30 ივნისი, 2026

news image

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის  დაცული ტერიტორიების სააგ... ...

30 ივნისი, 2026