კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ გ.რატიანის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავა
13 მარტი, 2015
2015 წლის 13 მარტს, მესტიაში მომხდარი გიორგი რატიანის მკვლელობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ საქართველოს შსს - საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 13 მარტს, კახა მარგიანის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი რატიანი და ზაზა ჯაფარიძე. კ. მარგიანს სტუმრებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ კ. მარგიანი, გ. რატიანი და ზ. ჯაფარიძე ერთმანეთს დაშორდნენ. რამოდენიმე წუთში კახა მარგიანი შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღით და თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მიმავალი გიორგი რატიანის და ზაზა ჯაფარიძის მიმართულებით მოახდინა რამოდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გიორგი რატიანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზაზა ჯაფარიძე დაიჭრა ზურგის არეში. მომხდარი ფაქტის შემდეგ კახა მარგიანი შემთხვევის ადგილიდან შეეცადა მიიმალვას, თუმცა იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა... ...
04 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ო... ...
04 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ ცრუ მეწარმეობის, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ცრუ მეწარმეობის, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფა... ...
04 სექტემბერი, 2026