კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16 იანვარი, 2026

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ იურიდულ პირს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საზღვარგარეთ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე შეუთანხმდა და მომსახურება სხვა კომპანიას დაუკვეთა. თუმცა დაზარალებულის მიერ გადახდილი თანხა ქვეკონტრაქტორ პირს არ მიაწოდა. შესაბამისად, ტვირთის ტრანსპორტირება არ განახორციელა, ხოლო დაზარალებულისგან მიღებული დიდი ოდენობის თანხა 34 493 ლარი ბრალდებულმა მოტყუებით მიისაკუთრა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას ანაზღაურების სანაცვლოდ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული სამედიცინო ტექნიკის სასაწყობე ფართებში განთავსების და ტვირთის მესამე ქვეყანაში გაგზავნის ორგანიზების მომსახურებაზე შეუთანხმდა, თუმცა არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული ქმედებები და დაზარალებულის მიერ ჩარიცხულ 17 035 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი ჯამში 51 528 (ორმოცდათერთმეტი ათას ხუთას ოცდარვა) ლარს შეადგენს.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...

25 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით... ...

25 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...

24 ოქტომბერი, 2026