კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16 ნოემბერი, 2021

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად  დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, ბრალდებულმა ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ წარმომადგენელები დაარწმუნა, რომ შემოიყვანდა ინვესტორს, რომელიც ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას მას შემდეგ შეიძენდა, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე გადაფორმდებოდა. 
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მიეთითა, რომ თითქოსდა ბრალდებულმა გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულება - 800 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში, ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილ 4652 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატ... ...

17 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმე... ...

16 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ წამების და ბინის მფლო... ...

16 ოქტომბერი, 2026