კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
01 აპრილი, 2026
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 4-ცმც (კლეფედრონი) საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილზე 609 ლოკაციაზე განათავსა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: „ჰეროინი“, ,,კოკაინი’’ „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, ,,მდმა’’, 4-ცმც (კლეფედრონი), ,,ალფა პვპ’’, ,,მცენარე კანაფი”, „პრეგაბალინი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით,), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის... ...
11 ივნისი, 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არა... ...
10 ივნისი, 2026
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მ... ...
10 ივნისი, 2026